ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიო პირველობა მოიგო. ქართველებმა 4 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ჩემპიონატზე გამოსვლა უკვე დაასრულეს. 3 სექტემბრიდან მედლებისთვის ბრძოლას თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გააგრძელებენ.