აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქედაში სტიქიის დროს დაზიანებული ხიდების და ერთ-ერთი საკალმახე მეურნეობის მდგომარეობას გაეცნო.
დიდი ზარალი მიადგა მდინარე აკავრეთაზე მოწყობილ სათევზე მეურნეობას, რომელიც მთლიანად დაფარა მოვარდნილმა ნიაღვარმა. მეურნეობაში განადგურდა მთელ პერიმეტრზე არსებული ინფრასტრუქტურა. მათ შორის, საკალმახე მეურნეობასთან და რესტორან ,,დავითთან" მისასვლელი ხიდი.
მოვარდნილმა მდინარემ წაიღო ორი სოფლის - კუჭულასა და მეძიბნის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი.
მთავრობის თავმჯდომარეს არსებული ვითარება მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით დუმბაძემ და რესტორნისა და სათევზე მეურნეობის მეპატრონემ, ნუგზარ გოგიტიძემ, პირადად გააცნეს.