„ჩვენ ვატარებთ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, ყველას მიეცეს შესაძლებლობა, რომ არჩევნები ჩაატაროს მშვიდ და თავისუფალ გარემოში, ყველანაირი ზეწოლისა და ხელშეშლის გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ევროპარლამენტის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტ კნუტ ფლეკენშტაინთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„კნუტ ფლეკენშტაინი ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მეგობარი და მხარდამჭერია. ევროპელი „სოციალისტების“ პარტია „ქართული ოცნების“ პარტნიორია და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს თანამშრომლობა. სამომავლოდ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას ვგეგმავთ, რაც კიდევ უფრო მეტად დაეხმარება ჩვენს ქვეყანას ევროპასთან დაახლოების გზაზე. თქვენ იცით, რომ ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ და დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან მალე საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ევროპაში მოგზაურობას ვიზების გარეშე და ამ მიმართულებით მინდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო „სოციალისტებსა“ და „დემოკრატებს“ მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან მალე გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს მოქალაქეები ვიზების გარეშე იმოგზაურებენ ევროპულ ქვეყნებში“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე ტქმით, კნუტ ფლეკენშტაინს ექნება შესაძლებლობა დღის განმავლობაში გამართოს სხვადასხვა შეხვედრა, დააკვირდეს საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას და თავად შეაფასოს საარჩევნო გარემო.
„ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ გააცნოს თავიანთი ხედვები ქვეყნის განვითარებისა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და თავად საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნების გზით მიიღონ გადაწყვეტილება, როგორც ეს ევროპულ, ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებშია, თუ ვინ უნდა იყოს ქვეყნის ხელისუფლებაში. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მეგობრები ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს ხედავენ, სათანადოდ აფასებენ და აფიქსირებენ თავიანთ მხარდაჭერას. მე კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ კნუტ ფლეკენშტაინს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
კახა კალაძემ სტუმარს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„დღეს საქართველოს სტუმრობს ევროპული სოციალისტებისა და დემოკრატიული ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი, ბატონი კნუტ ფლეკენშტაინი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მეგობარი და მხარდამჭერია. ევროპელი სოციალისტების პარტია, პარტია „ქართული ოცნების“ პარტნიორია და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს თანამშრომლობა. სამომავლოდ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას ვგეგმავთ, რაც კიდევ უფრო მეტად დაეხმარება ჩვენს ქვეყანას ევროპასთან დაახლოების გზაზე. თქვენ იცით, რომ ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ და დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან მალე საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ევროპაში მოგზაურობას ვიზების გარეშე და ამ მიმართულებით მინდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო სოციალისტებსა და დემოკრატებს მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან მალე გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს მოქალაქეები ვიზების გარეშე იმოგზაურებენ ევროპულ ქვეყნებში“,-განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა.