7-8 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის მოწვევით, საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი იმართება. დელეგაციას ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს. დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
7 სექტემბერს, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალური მდივნის თავმჯდომარეობით გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომლის მუშაობაშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიღებს მონაწილეობას.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან, პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან და პარლამენტის წევრებთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ლევან იზორიასთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან, ასევე, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან.
ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალური მდივანი სიტყვით გამოვა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში და სტუდენტების კითხვებს უპასუხებს.