რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის დროებითმა ოკუპაციამ, ადამიანის უფლებათა და ძირითად უფლებათა მასიური დარღვევები განაპირობა ნახევარკუნძულზე.
უკრაინელები და ყირიმელი თათრები - ტერიტორიის ძირძველი მოსახლეობა, ამ მხრივ ყველაზე "მოწყვლად" ჯგუფებს წარმოადგენენ. ვითარება განსაკუთრებით მწვავეა იმის გათვალისწონებით, რომ ვერ ხორციელდება საერთაშორისო მონიტორინგი, ხოლო რუსეთის ფედერაცია ამ რეგიონში საკუთარი ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის იძულებით დამკვიდრებას ცდილობს და მისი ქმედებები გამოირჩევა დისკრიმინაციიით განსაკუთრებით ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების მიმართ.
შედეგად, ბევრი უკრაინელი და ყირიმელი თათარი იძულებული გახდა, დაეტოვებინა სამკვიდრო და უკრაინის დანარჩენ ტერიტორიაზე დასახლებულიყო, ხოლო ისინი, ვინც რეგიონში დარჩა, მუდმივად განიცდიან ზეწოლას და მათი უფლებები ძალიან ხშირად ირღვევა. მაგალითად, მოქალაქეებს შეზღუდული აქვთ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლება; ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და პრესის თავისუფლება შელახულია; არ არსებობს სამართლიანი სასამართლო, ხოლო სასამართლოებზე ვერ ხერხდება დავათა ობიექტური განხილვა. მეტიც, მოქალქეებს არ აქვთ ეფექტური დაცვის გამოყენების შესაძლებლობა; მათ მშობლიურ ენაზე განათლების მიღება პრაქტიკულად ეკრძალებათ. საოკუპაციო ხელისუფლება მუდმივად არიდებს თავს ადამიანის ძირითადი უფლებების შელახვის ფაქტების გამოძიებას, მათ შორის, გამოუძიებელს ტოვებს სიცოცხლის ხელყოფის, სხვა თავისუფლებების, უსაფრთხოების შელახვის და უმცირესობების უფლებათა დარღვევის ფაქტებს.
ოკუპაციის პირველივე დღეებიდან რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა გააუქმეს უკრაინის სატელევიზიო ის არხები, რომლებიც ნახევარკუნძულზე მაუწყებლობდნენ; შეუტია დამოუკიდებელ ჟურნალისტებს და მედიის საშუალებებს, მედია გაწმინდა ყველა განსხვავებულად მოაზროვნისაგან. მაგალითად, აღსანიშნავია ადგილობრივი ტელევიზიისა და რადიოსადგური "ჩერნომორსკაიას" წინააღმდეგ განხორციელებული შეტევები, ან, ვთქვათ, ზეწოლები დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ცენტრზე, ყირიმელი თათრების ტელეარხ "ატრ-ზე" და გაზეთ "ავდეტზე", მათ წინააღმდეგ, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის დავალებით, ყირიმის თავდაცვის ძალები მოქმედებდნენ, ხდებოდა ჟურნალისტებზე თავდასხმები, მათი დაშინება, ქონების ჩხრეკა და კონფისკაცია, დაპატიმრებები. რუსეთი დღესაც ავიწროებს ინტერნეტ-რესურსებს, მაგალითად, ზღუდავს ვებ-გვერდ www.krimr.org-ს.
ყირიმში დარჩენილ უკრაინელებს უკრაინული არხების ნახვის საშუალება მხოლოდ თანამგზავრებით შეუძლიათ. ხოლო ყირიმის ტელევიზიის ეთერში უკრაინულ ენაზე მხოლოდ ერთი გადაცემაა, ისიც კვირაში მხოლოდ ორჯერ და 13 წუთის განმავლობაში.
როგორც ოკუპაციამდე მაუწყებლობდა, ზუსტად იმ ფორმატით მხოლოდ ერთი რადიოარხიღა მაუწყებლობს...
მძიმე ვითარებაა ბეჭდვით მედიასთან მიმართებაშიც - არ არსებობს უკრაინულენოვანი გაზეთები და ჟურნალები. ერთადერთი უკრაინულენოვანი გაზეთი - "Крымская Svitlytsia", რომელსაც უკრაინის ხელისუფლება აფინანსებდა, გაჩერებულია. ხოლო თვით პრორუსულ და პროსახელისუფლო მედიის ბეჭდვით საშუალებებსაც კი, მაგალითად, გაზეთებს: "Crimskiye Izvestiya" და "Crimskaya Правда", რომლებსაც ყირიმის სახელმწიფო საბჭო აფინანსებთ, ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან მიმართებაში აქვთ პრობლემები.
საერთაშორისო სამართლის თანახმად, რუსეთის ფედერაცია, როგორც ოკუპანტი სახელმწიფო, სრულადაა პასუხისმგებელი ყირიმის ნახევარკუნძულსა და ქალაქ სევასტოპოლში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე. სამართალი ამბობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიას, ეფექტურად უნდა მართვდეს სწორედ ოკუპანტი სახელმწიფო. ამდენად, რუსეთი ვალდებულია პატივი სცეს ადამიანის უფლებებს და დაიცვას ისინი. სხვათა შორის, ეს ვალდებულება მას აქვს იმ შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების თანახმადაც, რომლებთანაც მიერთებულია, მათ შორის, იმ ვალდებულებების გათვალისწინებითაც, რომლებიც მას, როგორც "იუნესკოს" წევრ სახელმწიფოს აქვს აღებული.
რაც შეეხება უკრაინას - მისი სამართალდამცავი სტრუქტურები იძიებენ ჟურნალისტების უფლებათა შელახვის 27 შემთხვევას, მათ შორის ათი ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელისშეშლას ეხება.
ხსენებულმა "იუნესკომ", მისმა აღმასრულებელმა საბჭომ, ოკუპაციის პირველივე დღეებში მიიღო გადაწყვეტილება განეხორციელებინა მონიტორინგი ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში. უკლებლივ ყველა გადაწყვეტილება თანხვედრაშია გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციასთან # 68/262 და ეფუძნება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს. შესაბამისად, მართებულია ყველა გადაწყვეტილება, რომელთა თანახმადაც, ყირიმის ნახევარკუნძულსა და სევასტოპოლში უნდა მიმდინარეობდეს ადამიანის უფლებათა დარღვევის ყოვლისმომცველი მონიტორინგი.
ადამიანის უფლებათა დარღვევები აღკვეთილი უნდა იყოს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად და მათ შორის დაწესებული მონიტორინგის მასალებზე დაყრდნობით. ყველა დარღვევა უნდა იწვევდეს საერთაშორისო თანამეგობრობის, განსაკუთრებით გაეროს მწვავე რეაქციას. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციამ უნდა უზრუველყოს უფლებადამცველთა და მონიტორინგის ჯგუფების დაშვება ნახევარკუნძულზე. ამავე დროს, კარგადაა გასაცნობიერებელი, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ნებისმიერი პროგრესი ვერ იქნება უკრაინის ამ ტერიტორიის ოკუპაციის გამართლების საფუძველი.
პაველ ნესტი, უკრაინიდან