„ვერც ერთი ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი ვერ იმუშავებდა იმ პირობებში, რა პირობებშიც მას უწევს მუშაობა”,- ასე აფასებს თბილისის მერის დავით ნარმანიას ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი.
პეტრიაშვილის თქმით, მისი საქმიანობა ცალსახად შეიძლება შეფასდეს როგორც არადამაკმაყოფილებელი.
„ვერ ააწყო ურთიერთობა ვერც სამოქალაქო სექტორთან და ვერც თბილისის მოსახლეობასთან და ალბათ, დამოუკიდებელი რომ იყოს, დიდი ხნით გაითავისუფლებდა თავს იმ ტანჯვისგან, რა ტანჯვაშიც მას უწევს მუშაობა. თავის დროზე დავით ნარმანია ბიძინა ივანიშვილის მიერ შემოთავაზებული კანდიდატურა იყო და ახლა „ოცნებას“ არ აქვს უნარი, რომ გადაწყვიტოს, თუ როდის უნდა მოაწეროს ხელი დავით ნარმანიამ თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.