ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მდებარე რუსული სამხედრო ბაზა სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის განცხადებაში. რუსული ბაზა ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებულ მოულოდნელ შემოწმებაში მონაწილეობს.
"სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში დისლოცირებული სამხრეთის სამხედრო ოლქის სამხედრო ბაზის ქვედანაყოფები მოულოდნელი შემოწმების ფარგლებში უმაღლესი დონის საბრძოლო მძადყოფნაში იმყოფებიან და მუდმივი დისლოკაციის პუნქტიდან მაღალმთიან პოლიგონ "ძარწემზე" გადაინაცვლეს", - ნათვამია რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის განცხადებაში.