აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ მიხეილ სააკაშვილის დაჯარიმების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
უსკო-მ ბათუმის 79-ე ოლქის გადაწყვეტილება, საია-ს სარჩელთან დაკავშირებით, ძალაში დატოვა.
2-საათიანი მსჯელობის შემდეგ, უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ მიიჩნია, რომ ბათუმის N79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს ძალაში, რადგან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, სამართალდარღვევის ოქმის შედგენა ფაქტობრივად შეუძლებელია პირზე, თუ ის არ იმყოფება საქართველოში.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ბათუმის N79-ე ოლქის 6 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, უსკო-ში მათ მიერ 1 აგვისტოს წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებასა და სამართალდარღვევის დადასტურების შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვდა.