საინვესტიციო ბანკის Alpen Capital-ის ინფორმაციით, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში უცხოელი ტურისტების რიცხვი, ყოველწლიურად, საშუალოდ 7%-ით იზრდება. ტურისტების ზრდასთან ერთად იზრდება სასტუმრო სექტორის შემოსავალიც. მიმდინარე პერიოდისთვის სექტორის ზრდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10,8%-ია. შესაბამისად, 2020 წლისთვის გაერთიანებული საემიროების სასტუმრო სექტორის შემოსავლები 9,8 მლრდ დოლარს გაუტოლდება.
წინასწარი გათვლებით, 2020 წლისთვის საემიროებში სასტუმრო ნომრებისა და აპარტამენტების რაოდენობა 8,3%-ით გაიზრდება.
წინასწარი გათვლებითვე, არაბეთის გაერთიანებულ საემირეობში სასტუმრო ნომრების ღირებულებაც გაიზრდება, დღეს თუ საშუალო ფასი 160 დოლარია, 2020 წლისთვის მისი ფასი 187 დოლარს მიაღწევს.