თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა დასავლეთის სახელმწიფოები ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. რეჯებ ტაიპ ერდოღანმა განასკუთრებით მწვავედ გააკრიტიკა აშშ-ის ხელისუფლება. ანკარა ვაშინგტონისგან ოპოზიციონერ ფეტჰულა გიულენის გადაცემას მოითხოვს. აღნიშნული თხოვნით თურქეთმა შტატებს უკვე მეორედ მიმართა.
"როდესაც მე ჩემი ქვეყნის სახელით ვითხოვ იმ ადამიანის გდმოცემას, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ერევა და თქვენ კი ამ ადამიანს თქვენს ქვეყენაში ტოვებთ და მალავთ, როგორი სტრატეგიული პარტნიორობები გვაქვს?", - განაცხადა ედროღანმა.
მისვე თქმით, ისმის კითხვა, უჭერს თუ არა მხარს დასავალეთი ტერორიზმს.
"რომელ მხარეს დგას დასაველთი, დემოკრატიის თუ პუტჩის და ტერორის? სამწუხაროდ, დასავლეთი მხარს უჭერს ტერორიზმს და დგას პუტჩისტების მხარეზე"' - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
აშშ-ში ერდოღანის განცხადებას უკვე უპასუხეს.
სახელმიწფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ პატივისცემით ეკიდებიან თურქეთის პრეზიდენტის უფლებას გააკრიტიკოს აშშ-ის ხელისუფლების წევრები.