ნიცაში მომხდარ ტერაქტში მონაწილე მძღოლი მუჰამედ ლახუაეჯ ბუხლელია, - ამის შესახებ გაზეთი Nice-Matin წერს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, გამომძიებლებმა დაადასტურეს ასევე, რომ დამნაშავე ნარკოტიკებს იღებდა და შესაძლებელია, რომ დანაშაული მან არაფხიზელ მდგომარეობაში ჩაიდინა.
დამნაშავის ვინაობა მისი თითის ანაბეჭდების შედეგად დადგინდა. მანამდე განაცხადეს, რომ სატვირთო ავტომობილში 31 წლის მამაკაცის საბუთები იყო აღმოჩენილი, რომელიც ნიცის მცხოვრები იყო ორმაგი მოქალაქეობით.
საფრანგეთში ხვალიდან სამდღიანი ეროვნული გლოვაა გამოცხადებული. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, მანუელ ვალსმა უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.