რესპუბლიკური პარტიის ლიდერები პარლამენტის შენობაში, დახურულ შეხვდრას მართავენ. შეხვედრაზე იმყოფებიან რესპუბლიკელი მინისტებიც.
დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პარტიის სამომავლო გეგმების შესახებ ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება.
"ყველა ამ თემაზე უახლოეს დღეებში ვისაუბრებთ. იმ სტილში, იმ ხაზზე, რაზეც 27 მარტს გამოვაცხადეთ. პარტია საარჩევნოდ ემზადება. გადაწყვეტილებები მალე იქნება მიღებული,"- განაცხადა უსუფაშვილმა.