„საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ“ საქართველოს პარლამენტის 2015 წლის საგაზაფხულო-საშემოდგომო საქმიანობა შეაფასა.
მათი მონაცემებით, 2015 წელს პარლამენტმა მიიღო 490 კანონი, მათ შორის 326 იყო მთავრობის მიერ ინიცირებული. 2015 წელს ჩატარდა 65 პლენარული სხდომა, მათ შორის 19 რიგგარეშე, კვორუმის არარსებობის გამო არ შეგდა 7 სხდომა. საანგარიშო პერიოდში ჩატარდა პარლამენტის ბიუროს 129 სხდომა და კომიტეტის 668 სხდომა.
„საერთაშორისო გამჭირვალობამ“ დადებითად შეაფასა რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონის მიღება ადამიანის უფლებათა დაცვის თვალისაზრისით - ქმედითუნარიანი ინსტიტუციის რეფორმა , არასრულწლოვანთა მართმლმსაჯულების კოდექსი, არასრულწლოვანთა ქორწინების აკრძალვა.