მოსახლეობის დაბალი აქტივობის გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში რეფერენდუმი ვერ შედგა. ადგილობრივი მედიის ცნობით, რეფერენდუმში 1628 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რაც აფხაზეთის მცხოვრებლების 1,23%-ს შეადგენს. შესაბამისად, რეფერენდუმი ოფიციალურად არშემდგარად ჩაითვალა.
მოსახლეობას პასუხი უნდა გაეცა კითხვაზე: „მიიჩნევთ თუ არა საჭიროდ აფხაზეთის რესპუბლიკის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას?“. პასუხის ვარიანტებია: „დიახ, „არა“.
რეფერენდუმში მონაწალეთაგან ვადამდელი „საპრეზიდენტო არჩევნების“ ჩატარებას 46,07%-მა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი მისცა ხმა 46,74%-მა. 117 ბიულეტენი გაბათილდა.