„ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატებს მომავალ კვირას დაასახელებს.
„ჯი-ეიჩ-ენის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე მხოლოდ ის პერსონები დასახელდებიან, რომელთაც საარჩევნო კამპანიაში ჩასაბმელად თანამდებობების დატოვება არ უწევთ.
კანდიდატები, რომელთაც სარჩევნო კამპანიაში ჩართვის გამო თანამდებობების დატოვება უწევთ, მოგვიანებით, სავარაუდოდ, 8 აგვისტოსთვის დასახელდებიან.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს“ „ქართულ ოცნებაში“ ინფორმირებულმა პირმა განუცხადა, მომავალ კვირას გაიკრკვევა საარჩევნო სიით წარსადგენი კანდიდატების ვინაობაც.
სიაში პირველ ნომრად პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ხოლო მეორე ნომრად კახა კალაძე იქნებიან.
ცნობილი ხდება რომ სიის ხუთეულში იქნება პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე. ათეულშია საპარლამენტი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი. სიაში ოცეულში იქნება თემურ ჭკუასელი. ასევე ოცეულში იქნებიან ლევან კალანდაძე და მიხეილ დუნდუა.
მიმდინარე ეტაპზე სიაში არ მოიაზრებიან ლუკა კურტანიძე, შოთა ხაბარელი, სოსო ჯაჭვლიანი, ნუკრი ქანთარია და ზაზა პაპუაშვილი. თუმცა ქანთარიასა და პაპუაშვილზე მსჯელობა არ დასრულებულა.
სავარაუდოდ სიის გარეთ რჩება ელისო ჩაფიძე, რომელის წარდგენას ოცნება არც მაჟორიტარ კანიდატად აპირებს.