ჩვენ გავაკეთებთ მეტს, რომ დავეხმაროთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ნატო-ს სამიტის შემდეგ გამართულ პრეკონფერენციაზე.
„ჩვენ გავაკეთებთ მეტს, რომ დავეხმაროთ ჩვენს პარტნიორებს ჩრდილოეთ აფრიკიდან ახლო აღმოსავლეთამდე და საქართველომდე თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში. ვხედავთ, რომ დღეს სამიტს მონტენეგრო ესწრება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნატო-ს კარი ღიაა იმ ქვეყებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენი მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილება“, - განაცხადა ბარაკ ობამამ.
ის ასევე შეეხო უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და აღნიშნა, რომ რუსეთი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უხეშად არღვევს.
„ნატო თავის მხარდაჭერას ზრდის უკრაინის მიმართ. ნატო-უკრაინის კომისიამ ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტი დაამტკიცა, რომელიც უკრაინის ძალების მხარდაჭერას გულისხმობს. ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა უკრაინის პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.