საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პაოლო ჯენტილონისთან.მინისტრებმა ისაუბრეს ნატო-ს ვარშავის სამიტის შედეგებზე და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ალიანსის მხრიდანსაქართველოს მხარდაჭერაზე, რაც კიდევ ერთხელ გამოიხატა სამიტის კომუნიკესა და ნატო-საქართველოს კომისიის განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ასვე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზის წესრიგზე. იტალიის საგარეო საქმეთამინისტრმა დააფიქსირა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭებასთანმიმართებაში და აღნიშნა ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მეირ გაწეული ძალისხმევა. მინისტრებმა ასევე მიმოიხილესორმხრივი ურთიერთობის აქტუალური საკითხები.