„ავღანეთმა საკმაოდ მნიშვნელოვანი პროგრესს მიაღწია როგორც სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ეკონომიკური განვითარების, ისე უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებისკუთხით, ამიტომ აუცილებელია ალიანსისა და ალიანსის პარტნიორების მხრიდან გაგრძელდეს ავღანეთის დახმარება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და რეგიონული დაგლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის" - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ნატო-ს სამიტის ფარგლებში, ავღანეთისმისიაში მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მიხეილ ჯანელიძის თქმით, შეხვედრის მსვლელობისას, ალიანსის წევრმა და პარტნიორმა ქვეყნებმა ცალსახად დააფიქსირეს მზაობა განაგრძონ თავიანთი წვლილის შეტანაავღანეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, იმისათვის, რომ მისია, რომელიც უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს, წარმატებით დასრულდეს.
ავღანეთის მისიაში მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების შეხვედრა ვარშავაში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში, 9 ივლისს გაიმართა და მასში მონაწილეობასაქართველოს პრეზიდენტის ხელმზრვანელობით საქართველოს დელეგაციამაც მიიღო.