,,რუსთავი 2“ -ის დასაცავად გამოვა ათეულობით ათასი ადამიანი, თუ იქნება ძალადობა დავხვდებით წელში გამართულები - აცხადებს ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი იმ კითხვის საპასუხოდ, რა მოხდება მაშინ, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩება უცვლელი.
,,რაც შეეხება შემოთავაზებებს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ჩემ მიმართ ისმის, მათ შორის, ქიბარ ხალვაშის, რომ მე თუ რიტორიკას გამოვასწორებ, იგი თანახმაა ჩემთან თანამშრომლობაზე. პირდაპირ ვპასუხობ მას, მე ვარ ისეთი, როგორიც ვარ. ჩემი დამოკიდებულება მის მიმართ არასდროს არ შეიცვლება. ის არის მანქურთი და ცენზორი ბიძინა ივანიშვილის. მე მასთან თანამშრომლობას არ ვაპირებ. მაგრამ შეუძლია ამაზე არც იფიქროს. მას არ მოუწევს არავისთან თანამშრომლობა ამ შენობაში. ის ვერასდროს „რუსთავი 2“-ის შენობაში ფეხს ვერ შემოადგამს. ის ვერასდროს ვერ იქნება „რუსთავი 2“-ის კანონიერი მფლობელი. „რუსთავი 2“ არის იმის, ვისიც არის კანონიერად და ეს არ არის ქიბარ ხალვაში. ჩვენ ვაგრძელებთ საქმიანობას ჩვეულ რიტმში, ჩვეულ ტემპში და ჩვეული შინაარსით, ანუ ისე, როგორც ჩვენ „რუსთავი 2“-ლები ვთვლით საჭიროდ და საშურად ქვეყნისთვის, ჩვენი მაყურებლისთვის და ამ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების და დემოკრატიის განვითარებისთვის“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.