ხვალ, 1-ელ ნოემბერს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ახალგორის რაიონში მცხოვრები ბავშვების მიერ შექმნილი კოსტიუმების ჩვენება მოეწყობა.
ღონისძიებაზე ახალგორის რაიონის ახალგაზრდული ცენტრის 10 აღსაზრდელის შექმნილი კოსტიუმები იქნება წარმოდგენილი.
ჩვენების ორგანიზატორია რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი,. ღონისძიების მხარდამჭერები არიან "მაკდონალდსი" და კინოთეატრი "რუსთაველი".