26-31 მაისს საქართველოს ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური კონგრესის წევრები ეწვევიან, რომლებიც წინასაარჩევნო პროცეს, არჩევნებს და მის შემდგომ პერიოდს დააკვირდებიან
26 მაისს საქართველოს ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური კონგრესის წევრები ეწვევიან, რომლებიც წინასაარჩევნო პროცეს, არჩევნებს და მის შემდგომ პერიოდს დააკვირდებიან.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"26 მაისს საქართველოს ევროსაბჭოს დაახლებით 25 დამკვირვებელი ეწვევა, რომელებიც როგორც წინასაარჩევნო პროცეს, ასევე 30 მაისის თვითმართველობის არჩევნებს და მის შემდგომ პერიოდს დააკვირდებიან. მინდა ავღნიშნო, არჩევნების გამჭირვალედ ჩატარებს ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ამიტომ საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ თვითმართველობის არჩევნების მონიტორინგს დიდი მნიშვნელობა აქვს", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
მისვე თქმით, ევროსაბჭოს დამკვირვებლები არჩევნებს, როგორც თბილისში ასევე რეგინებშიც დააკვირდებიან.