21 მაისს “თბილისი ივენთ ჰოლში” 20:00-ზე ქართული ლეგენდარული ბენდის “მძიმე ჯვარი” რეიუნიონი შედგება. პროექტის მხარდამჭერია თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.
ამ შემადგენლობით ბენდმა ბოლოს 2006 წელს დაუკრა. მისი წევრები არიან ლევან ბეიტრიშვილი - ვოკალი, მამუკა ჩიხლაძე - გიტარა, ლევან კაპანაძე - ბას გიტარა.
“მძიმე ჯვარი” 1988 წელს ჩამოყალიბდა. ამ შემადგენლობით ჯგუფი 20 წლის წინ გამოჩნდა. ისინი 90-იან წლებში ისინი ქართული მუსიკალური სცენის ერთ-ერთი პიონერები იყვნენ.
პირველი ალბომი “მძიმე ჯვარი VOL1” 1997 წელს გამოვიდა, 2002-ში კი “მძიმე ჯვარი VOL2” წარუდგინეს მსმენელს. 2007 წელს მოხდა “Fan-X”-ის პრეზენტაცია,-სწორად ამ ალბომებში შესულ ნამუშევრებს წარუდგენს “მძიმე ჯვარი” თავის მსმენელს.
ამასთანავე, ღონისძიებაზე შედგება საინტერესო კოლაბორაცია ეთნო-ჯგუფ “გორდელასთან” - ეს ერთგვარი ექსპერიმენტი და სიურპრიზი იქნება კონცერტზე მისული მსმენლისთვის.
“მძიმე ჯვარი” ქართული როკის ლეგენდადაა აღიარებული, ჯგუფმა შემოქმედებითი მოღვაწეობა თბილისში არსებულ რთულ ვითარებაში, 90-იან წლებში დაიწყო. სწორედ იმ პერიოდის გარემომ უბიძგა ჯგუფს დაეწერათ ჰიტი “მიყვარხარ” და უკვე შემდეგ გამოსული ალბომების მეშვეობით მსმენელის რამდენიმე თაობა აღეზარდათ.