დღეს, საქართველოს ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე საქართელოში ვიზიტად მყოფ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ბილდტთან ერთად სამუშაო ვიზიტით ბათუმიდან პოლონეთში გაემგზავრება. საქართველოს დელეგაციაში შედიან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ვიცე-პრემიერის ორმხრივი შეხვედრები ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მიგელ მორატინოსთან, გერმანიის საგარეო სამინისტროს სახელმწიფო მინისტრთან ვერნერ ჰოიერთან, საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრთან პიერ ლელუშთან, ბელორუსიის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი მარტინოვთან.
ასევე, როგორც ცნობილია, პოლონეთის ქალაქ სოპოტში დღეს ევროკავშირის ინიციატივის "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმარული შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე განიხილება "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე მიმართულებები და სამომავლო პერსპექტივები, ასევე ინიციატივის ეფექტური განხორციელების, მისი დაფინანსებისა და კოორდინაციის საკითხები.