საქართველოს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ლიტვის სეიმის თავმჯდომარე, ირინა დეგუტიენე ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში ლიტვის სეიმის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ ბაქარაძე და დეგუტიენე ერთობლივ ბრიფინგსაც გამართავენ.
"მოხარული ვარ რომ თბილისში ვიმყოფები სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეებში. ჩვენ ვართ თქვენი მხარდამჭერები. ასევე მოხარული ვარ, რომ საქართველო ახლა სრულიად განსხვავდება იმ ქვეყნისგან რაც იყო", - განაცხადა დეგუტენემ.
ლიტვის სეიმის თავმჯდომარე სამების საკათედრო ტაძარს, ვილნიუსის მოედანს და ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრს მოინახულებს.