ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 31 ოქტომბრის სხდომის შედეგები გამოაქვეყნა.
სხდომაზე, №15 ლაგოდეხის, №30 კასპის და №59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებად, ზურაბ ნატროშვილი, თეიმურაზ მურადელი და გელა თუთბერიძე აირჩია.
ამავე სხდომაზე, კომისიამ №6 სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს შ. ვეფხვაძეს პირადი განცხადების საფუძველზე ვადამდე შეუწყვიტა უფლებამოსილება.
აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადდა კონკურსი. კონკურში მონაწილეობის მსურველებმა, კომისიას 2 ნოემბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით უნდამიმართონ.