დღეს, 24 მაისს, 15:30 საათზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ორგანიზებით "საინფორმაციო ცენტრში ნატოს შესახებ" საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ეროვნული უშიშროების საბჭოს, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენელები ეროვნული უსაფრთხოების მიმოხილვის პროცესს განიხილავენ.
სამთავრობო და არასამთავრობო სექტორს შორის შეხვედრები საინფორმაციო ცენტრში რეგულარულად ტარდება და მასზე საქართველოს ნატოში ინტეგრაციის წლიური ეროვნული პროგრამის საკითხებს განიხილავენ.
შეხვედრა გაიმართება "საინფორმაციო ცენტრში ნატოს შესახებ". მისამართი: გუდიაშვილის ქ. #7.