დღეს, ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ლიდერი ირაკლი ალასანია ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ კანდიდატ ივანე როყვასთან ერთად წყალტუბოში მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს.
‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ლიდერი შეხვდება სოფელ ქვილიშორში მაცხოვრებლებს, სადაც სასმელი წყლის პრობლემა აქვთ. პარტიის ლიდერი, მოსახლეობასთან ერთად წყლის სათაო ნაგებობას დაათვალიერებს. ირაკლი ალასანია ასევე ჩავა სოფელ ჩუნეთში, ფეხბურთის ტურნირის ფინალზე, სადაც დაჯილდოებას დაესწრება.
,,პარტიის ლიდერი მოგვიანებით სოფელ ჩუნეშში, სკოლასთან სოფლში მაცხოვრებელ შეხვდება. ირაკლი ალასანია ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამის და პლათფორმის მთავარ გზავნილებს გააცნობს“, - აცხადებენ პარტიაში.