მოზარდმაყურებელთა თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე 20 და 21 მაისს, 20 :00 საათზე პრემიერაა. საერთაშორისო ბრიტანული საბჭოს 1997 წელს გამარჯვებულ და 40-ზე მეტ ქვეყანაში დადგმულ პიესას რეჟისორი თამაზ იმნაძე დგამს. სპექტაკლის მხატვარია ნიკოლოზ საბაშვილი, ვიდეო პროექციაზე იმუშავა ვლადიმერ ბენაშვილმა. სპექტაკლში მონაწილეობენ: პაატა კიკვაძე, მერაბ ბრეკაშვილი, გიორგი გოიგიშვილი, სოფიო ფერაძე, დევი რეხვიაშვილი, ვასილ ამურველაშვილი, გოგა ბერიძე.
ტრაგიკომიკულ სპექტაკლში „ პოლკოვნიკი და ჩიტები“ მოქმედება ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, ბოსნიასა და სერბეთს შორის, უკაცრიელ ადგილას მდებარე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ვითარდება, რომელიც უწინ მონასტერს წარმოადგენდა. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სიტუაცია მას შემდეგ იცვლება, რაც გაეროს მიერ სერბებისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარება შემთხვევით მონასტრის ეზოში აღმოჩნდება. მონასტერი ყაზარმად გადაიქცევა, ხოლო პაციენტები სამხედროებად.
სმენა დაქვეითებული ხაჩო, პატარის სინდრომით შეპყრობილი მატეი, მსუბუქი ყოფაქცევის პეპა, კლეპტომანი კირო, იმპოტენტი ბოშა დევუდი, პოლკოვნიკ ფეტისოვის გარშემო ერთიანდებიან და ექიმთან ერთად, გრანდიოზული სიგიჟეებით გაჯერებულ თამაშში ერთვებიან. ნატო და ევროკავშირი მათი სამიზნე ხდება.