დღეს, 31 ოქტომბერს, შავი ზღვის საერთაშორისო დაცვის დღეს, შავი ზღვის განხორციელების გეგმის ხელმოწერის იუბილე აღინიშნება.
შავი ზღვის დაცვისა და რეაბილიტაციის სტრატეგიულ მოქმედებათა გეგმის ხელის მოწერის დღე 1996 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც შავი ზღვის საერთაშორისო დაცვის დღე. იმავე წელსვე შავი ზღვის რეაბილიტაციისა და დაცვის სტრატეგიულ მოქმედებათა გეგმასაც მოეწერა ხელი.
აღნიშნულ გეგმაზე ხელისმოწერით საქართველოს, რუმინეთის, უკრაინის, ბულგარეთის, რუსეთის ფედერაციისა და თურქეთის რესპუბლიკას დაეკისრათ შავი ზღვის ეკოსისტემების დაცვის, რეაბილიტაციისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების ვალდებულება.