სიაში არ ვიქნები, - ეს განცხადება, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილიმა, "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" ყრილობის დასრულების შემდეგ გააკეთა.
ექს-პრემიერმა განაცხადა, რომ ის როგორც მთავრობის ყოფილი მეთაური და პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, "ქართულ ოცნებას" მხარდაჭერას უცხადებს. როგორც ღარიბაშვილმა ”ქართული ოცნების” ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ჯერჯერობით, ახალი პარტიის შექმნას არ აპირებს. "როგორც ყოფილი პრემიერი და როგორც "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარე მზად ვარ, თუკი გუნდს დასჭირდება, მხარში დავუდგე არჩევნების განმავლობაში. სიაში არ ვიქნები, რადგან პარტიის თავმჯდომარე ვიყავი. მინდა წარმატება ვუსურვო ახალ გუნდს”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.