რა თქმა უნდა, მხარდაჭერას აღმოვუჩენ. ერთი კვირის თავზე, წერილობით გამოვაქვეყნებ ყველაფერს-ეს განცხადება, ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" ყრილობის დასრულების შემდეგ გააკეთა.
ექს-პრემიერმა განაცხადა, რომ პარტია ”ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს ახალ წევრებს არ იცნობს და მათ შერჩევაში მონაწილეობა არ მიუღია და ახალი სახეები პრემიერ კვირიკაშვილის შერჩეულია.
”მინდა მივულოცო დღევანდელი დღე პარტია ”ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს”. რა თქმა უნდა, მხარდაჭერას აღმოვუჩენ. ერთი კვირის თავზე, წერილობით გამოვაქვეყნებ ყველაფერს, სადაც ყველაფერზე გავცემ პასუხს. იქნება ერთგვარი ანგარიში, სადაც ყველაფერი იქნება მოცემული”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.