დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე, სტოკჰოლმში, ევროვიზიის ფინალი დაიწყება. ფიანლში საქართველოს წარმომადგენლები ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz-ი გამოვლენ.
ფინალში ევროპის 25 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz ფიანლსი 23-ე ნომრით გამოვლენ.
ქართველმა შემსრულებლებმა უკვე გაიარეს საბოლოო გენერალური რეპეტიცია.
კონკურსსის ფინალს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.