30 მაისის არჩევნებზე დამკვირვებლად რეგისტრირებასთან დაკავშირებით მოსკოვში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენის ალექსანდრე ებრალიძის კონგრესის სახელით ცესკოში შესაბამისი განაცხადი ამ დრომდე არ შესულა.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განუცხადეს.
როგორც ცნობილია, "ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესმა" საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე დაკვირვების სურვილი რამდენიმე დღის წინ გამოთქვა. შესაბამისი რეგისტრაციის ვადა ცესკოში დღეს, 18:00 საათზე იწურება.
როგორც ცესკოში აცხადებენ, ადგილობრივ არჩევნებს 4 ათასზე ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი გაუწევს მონიტორინგს.
უკვე დაწყებულია საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვაც, რომელიც მაჟორიტარული, პროპორციული, ასევე მერისა და პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის, შესაბამისად, 4 სახის იქნება.