ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 30 მაისის არჩევნებისათვის საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა დღეიდან დაიწყო.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ცესკოში განუცხადეს, ბეჭდვა შემდეგ სტამბებში: "პოლიტრანსი", "ქეჩერა", "მვპ", "კაბადონი+", "ქომი", "საარი" მიმდინარეობს.
ბიულეტენების ბეჭდვას, რომელიც რამდენიმე დღეს გაგრძელდება ცესკოს წევრებთან ერთად დამკვირვებელი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებიც დაესწრებიან.
2010 წლის 30 მაისის არჩევნებისათვის სულ 8 000 000 მდე ბიულეტენი დაიბეჭდება, მათ შორის პროპორციული წესით ჩასატარებელი არჩევნებისათვის- 3 370 200, მაჟორიტარული წესით ჩასატარებელი არჩევნებისათვის - 3 332 300, თბილისის მერის არჩევნებისათვის - 937 000 და პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის 167 550 ბიულეტენი.