ნიუ-იორკში 116 წლის ასაკში გარდაიცვალა სიუზანა მუშატ ჯონსი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ასაკოვან ადამიანად ითვლებოდა. ,,ბიბისის“ ინფორმაციით, ქალბატონი ბრუკლინის ერთ-ერთ მოხუცთა თავშესაფარში გარდაიცვალა.
ჯონსი 1899 წლის 6 ივლისს, ალაბამაში, ფერმერის 11 შვილიან ოჯახში დაიბადა. 1923 წელს გოგონა ნიუ-იორკში გადასახლდა, სადაც თითქმის მთელი ცხოვრება ძიძად მუშაობდა.
ჯონსი 2015 წელს გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც პლანეტის ყველაზე ხნიერი ქალი. ის ამბობდა, რომ მისი საიდუმლო არის ბევრი ძილი და ის, რომ მას არასდროს მოუწვია თამბაქო და არ დაულევია ალკოჰოლური სასმელი.
ჯონსის გარდაცვალების შემდეგ, ყველაზე ასაკოვანი ქალი იტალიელი ემა მორანო გახდა, რომელიც ჯონსზე რამდენიმე თვით უმცროსია.