24-25 მაისს საქართველოს სამუშაო ვიზიტით ლიტვის სეიმის თავმჯდომარე ირენა დეგუტიენე ეწვევა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში ლიტველ მაღალჩინოსანს პირველად ქართველი კოლეგა დავით ბაქრაძე მიიღებს. დაგეგმილია ირენა დეგუტიენეს ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში მისვლა და პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრა.
აღნიშნულის გარდა, თბილისში ყოფნისას ლიტველი სტუმარი სამების საკათედრო ტაძარს, ვილნიუსის მოედანს, ხელოვნების მუზეუმის საგანძურს და იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში მენტალური ჯანმრთელობის ცენტრს დაათვალიერებებს.
ირენა დეგუტიენე თბილისს 25 მაისს დატოვებს.