მეცნიერთა ინტერნაციოინალურმა ჯგუფმა ”პროექტი ლეონარდო” დაიწყო. პროექტის მიზანია, აღორძინების ეპოქის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის ლეონარდო და ვინჩის დნმ-ს ჯაჭვის აღდგენა.
მეცნიერთა ჯგუფში შედიან ევროპელი და ამერიკელი გენეტიკოსები, არქეოლოგოები, ხელოვნებათმცოდნეები და გენეალოგები.
ისინი ფიქრობენ, რომ ლეონარდონს ერთ-ერთ ნამუშავარზე აღმოჩენილი მტვერი და ვინჩის დნმ-ს შეიცავს. ასევე, დაწყებულია ლეონარდოს სხვადასხვა ნაშორმებისა და შავი მასალების შესწავლა.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ თუ მათი ჩანაფიქრი განხორციელდება, შესაძლებელი გახდება რენესასის პერიოდის გენიოსის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენა ცხოვრების პერიოდის განმავლობაში, მისი კვების რაციონის, თვალისა და თმის ფერის, სხვადასხვა თვისებების დადგენა.
მათ ყველაზე დიდ მიზანს წარმოადგენს, დაადასტურონ რამდენად რეალურია აღმოჩენილი და ვინჩის ფრაგმენტები, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ამბოაზის სან-ფლორანტენის ეკლესიაშია ნაპოვნი.