ახლო აღმოსავლეთში ძალადობის გაღვივებას ხელს უწყობს ანიმაციური სერიალი „ტომი და ჯერი“, - მიიჩნევს ეგვიპტის დაზვერვის მეთაური სალან აბდელ სადეკი.
„ძალადობა, რომელიც გადმოცემულია კომუკურ ჟანრში, რის გამოც იქმნება შთაბეჭდილება, რომ იძალადო ან ააფეთქო დიმანიტის მეჩვეობით, არის ძალიან მარტივი. მოზარდებისთვის ერვარ ნორმად იქცა, საათობით ტელეეკრანის ყურება, სადაც ძალიან მარტივად არის გადმოცემული როგორ შეიძლება მოკლა და დაღვარო სისიხლი. ბავშვებს ეს უხარიათ და ერთგვარ სიამოვნებასაც ჰგვრით“, - განაცხადა ეგვიტის დაზვერვის ხელმძღვანელმა კაიროს უნივერისტეტში გამართულ კონფერენციაზე.
მისი თქმით, „ტომი და ჯერი“ ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მულტფილმია, რადგან ტომი იყენებს იარაღის საკმაოდ დიდ არსენალს „ნაჯახს, ჩაქუჩს, პეტარდს, ცეცხლასაროლ იარაღებს, ასაფეთქებელ მოწყობილობებს, საწმლავს და ეს ყველაფერი ერთი მიზნისთვის - გაანადგუროს თავის მტერი - ჯერი, რომელიც თავის მხრივ, უფრო მეტად სასტიკია. ჯერის შურისძიება და მისი გამარჯვება მოიცავს ისეთ ფორმებს, როგორიც არის - თავის მოჭრა, ტომის რამდენიმე ნაწილად გაჭრა, წამების სხვადასვხა ელემენტებს - თითების მომტვრებიდან დაწყებული, მაცივარში ჩაკეტვითა და ელექტროსკამზე დასმით დასრულებული“.
ეგვიპტის დაზვერვის ხელმძღვანელმა, კონფერენციაზე განაცხადა, რომ ერთადერთი ჰუმანურობა, რაც ამ სისატიკეში შეიძლება ადამიანმა დაინახო არის ის, რომ არსად ჩანს სისხლი.