7-8 მაისს ცეკვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში ტარდება “ცეკვის საერთაშორისო ფესტივალი 2016”. ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს ცეკვისა და სპორტული ცეკვის პროფესიონალთა ეროვნული საბჭო და იგი თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელშეწყობით იმართება.
7 მაისს 13:00 საათზე საფესტივალო პროგრამის პირველი დღეა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ნაციონალური, თანამედროვე, შოუ პროგრამები.
8 მაისს გაიმართება ლათინო-ამერიკული და ევროპული ცეკვების პროგრამა. ხოლო 19:00 საათზე დასკვნითი ღონისძიება, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებიც მიიღებენ მონაწილეობას. სულ ფესტივალში 600-მდე მონაწილე იქნება, მათი ასაკობრივი კატეგორია 6 წლიდან 25 წლამდეა.
წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მოცეკვავეები და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ქორეოგრაფიული ანსამბლები. ასევე უკრაინის, ყაზახეთის, საბერძნეთის, მოლდავის, სომხეთის, რუსეთის, ისრაელისა და აზერბაიჯანის მოცეკვავეები და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები.
ფესტივალი ტარდება თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელშეწყობით. პარტნიორები არიან კომპანიები: “კუბიკ”, პეპსი, ბაკურიანის წყლები, კომპანია „ჯმთ“, „სფერო ჰოლდინგი“, სადაზღვევო კომპანია “არდი”, “ორიფლეიმი”, სასტუმრო „ასტორია“.