თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ თურქეთი უვიზო რეჟიმის მისაღებად ევროკავშირის ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნის, ანტიტერორისტული კანონმდებლობის შეცვლას არ აპირებს. "ჩვენ ჩვენი გზით ვივლით, თქვენ კი იარეთ თქვენი გზით", - განაცხადა ერდოღანმა.
,,ევროკავშირი გვთხოვს ჩვენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კანონების შეცვლას სავიზო რეჟიმის გაუქმების სანაცვლოდ. ამას გვეუბნება მაშინ, როდესაც თურქეთი ყველა მხრიდან ტერორისტული ორგანიზაციებისა და მათი კოლაბორაციონისტების თავდასხმებს განიცდის. თქვენ ჩვენ თქვენს პირობებს გვიყენებთ, როდესაც თავად ტერორისტებს აძლევთ უფლებას ევროპარლამენტის წინ კარვები გაშალონ”, - განაცხადა ერდოღანმა.
მარტში ბრიუსელში თურქეთ-ევროკავშირის სამიტის დროს ქურთმა აქტივისტემა “ქურთისტანის მუშათა პარტიის” სიმბოლოებით კარვები გაშალეს. “ქურთისტანის მუშათა პარტიას” თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.
ერდოღანის განცხადებები თურქეთის პრემიერის აჰმედ დავუთოღლუს მიერ გადადგომის დაანონსებასაც ემთხვევა.. დავუთოღლო კი ევროკავშირთან მოლაპარაკებებში მთავარ როლს თამაშობდა.