7 მაისს, 19:00 საათზე, თბილისის ივენთ ჰოლში თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით გაიმართება ანსამბლ "შვიდკაცას" კონცერტი და ახალი ალბომის პრეზენტაცია.
ღონისძიებაში მონაწილეობენ: ნინო ქათამაძე, დათო ევგენიძე, დავით გომართელი, გიო ხუციშვილი, დათუნა სირბილაძე, Goofy Land, პაატა ანდრიაძე და შვიდკაცას სტუდია.
ღონისძიების პარტნიორები არიან: "მ ჯგუფი", სასტუმროების ქსელი "მგზავრები", "სპარი", www.tkt.ge, რადიოები "ფორტუნა" და "არ დაიდარდო".