თურქეთის პრემიერ-მინისტრი აჰმედ დავუთოღლუ აცხადებს, რომ მმართველი პარტიის რიგგარეშე ყრილობაზე თანამდებობას დატოვებს. Reuters-ის ინფორმაციით, დავუთოღლუს გადაწყვეტილების მიზეზი მასსა და პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შორის ქვეყნის საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით უთანხმობა გახდა. თუმცა სიტყვით გამოსვლისას თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ერდოღანისადმი ლოიალობის შესახებ განაცხადა. აჰმეთ დავუთოღლუს შემცვლელს მმართველი პარტიის ყრილობაზე აირჩევენ. როგორც თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯემილ ერთემმა განაცხადა, ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნა ვადამდელი არჩევნების ჩატარების გარეშე მოხდება.
“სამართლიანობისა და განვითარების პარტიის” ყრილობა 22 მაისს არის დაგეგმილი.