უზბეკეთში მეწყერმა ხუთი ადამიანი იმსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მასიური მეწყერი აღმოსავლეთში მდებარე ნამანგანის მთიან რეგიონში ჩამოწვა.
უზბეკეთის საგანგებო მდგომარეობათა სამინისტროს ინფორმაციით, ხუთივე მსხვერპლი მანქანებით მგზავრობდა, როცა გზაზე მეწყერმა მოუსწრო. ამავე წყაროს ცნობით, გადარჩა ექვსი ადამიანი. ინციდენტი მოხდა კამჩიკის უღელტეხილზე, რომელზეც გადის ტაშკენტის და სამხრეთ ყირგიზეთის ქალაქ ოშის დამაკავშირებელი გზა.