კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი ლუკა კურტანიძე „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში „ნაცმოძრაობიდან“ გიორგი ვაშაძის წასვლას აფასებს. მისი თქმით, ეს მხოლოდ დასაწყისია.
„მე მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია. ამ პროცესს გაგრძელება მოჰყვება. „ნაციონლაური მოძრაობა“ იშლება. ამას ჯერ კიდევ როდის ვამბობდით. მე მიხარია, როდესაც პოლიტიკოსები ხვდებიან საკუთარ შეცდომებს, აანალიზებენ და შესაბამის ნაბიჯებსაც დგამენ. ვაშაძე არ იქნება ბოლო, ვინც ამ პარტიას დატოვებს“, - განაცხადა ლუკა კურტანიძემ.