საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 1 მაისიდან სტარტი აიღო გოგონათა ანსამბლ „იალონის“ პროექტმა, რომელიც ექვსი თვის მანძილზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოგზაურობას, ადგილობრივი გუნდების ჩართულობით ქართული ტრადიციული მუსიკის კონცერტების გამართვას და საგანმანათლებლო მასტერკლასების ჩატარებას გულისხმობს.
გუნდი „იალონი“ ქუთაისს, ზუგდიდს, ოზურგეთს, ბათუმს, მესტიასა და თელავს ესტუმრება.
პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონების ფოლკლორულ და საეკლესიო გუნდებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ასევე ორმხრივი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება.