2016 წლის 6-7 მაისს, ცეკვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ატარებენ ყოველწლიურ მეოთხე სტუდენტურ ქორეოგრაფიულ ფორუმ-ფესტივალს „ტერფსიქორე 2016“, რომლის მიზანაია რესპუბლიკის მასშტაბით საუნივერსიტეტო სივრცეში მოქმედი ქორეოგრაფიული კოლექტივების შემოქმედების გაცნობა და უმაღლესი სკოლის სახელოვნებო მიმართულებით ქორეოგრაფია-ქორეოლოგიის სპეციალობების პოპულარიზაცია. ფესტივალი უკვე მეორე წელია იმართება თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით.
ფორუმ-ფესტივალის პროგრამა მოიცავს სტუდენტთა ქორეოგრაფიული ცხოვრების ამსახველ რამდენიმე ღონისძიებას: თემატურ ფოტოგამოფენა-პრეზენტაციას, სამეცნიერო კონფერენციას, „ვორკშოპს“ და ა.შ.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ფესტივალის გალა-კონცერტს, რომელიც ჩატარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონცერტო დარბაზში და მასში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი “როკვა”, ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხალხური ცეკვის ანსამბლი
“უნივერსიტეტი”, სამედიცინო უნივერსიტეტის სამეჯლისო და თანამედროვე ცეკვის სტუდია “ვეგა”, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი “სეუ”, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხალხური ცეკვის ანსამბლი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი “ტბეთი” და თანამედროვე ქორეოგრაფიის თეატრი.
ფორუმ-ფესტივალის პროგრამა:
6 მაისი: 12.00 გამოფენა-პრეზენტაცია
13.00 სამეცნიერო კონფერენცია
17.00 - “ვორკშოპი”
(მის.: დ. აღმაშენებლის გამზ. #40 – თეატრალურის მე-2 კორპუსი)
7 მაისი: 19.00 - კონცერტი
(მის.: ი, ჭავჭავაძის გამზ. #1 თსუ-ს პირველი კორპუსი)