ჯგუფი „A'STUDIO“ ქართველი მაყურებლის წინაშე კიდევ ერთხელ წარსდგება. კონცერტი 10 მაისს, 20:00 საათზე კომპანია „კონსპირასის“ ორგანიზებით საქართველოს სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში (ფილარმონია) გაიმართება. „A'STUDIO“ საქართველოში ძალიან უყვართ, რადგანაც მისი ვოკალისტი ქართველი ქეთა თოფურიაა.
კონცერტზე დასასწრები ბილეთის ღირებულება 80 ლარიდან 150 ლარამდეა. ბილეთები უკვე იყიდება ვებპორტალზე - www.biletebi.ge-ზე (https://biletebi.ge/?id=22&ei=X215)
ჯგუფი ქართველი მსმენელის წინაშე ახალი და ძველი ჰიტებით წარდგება.
შეგახსენებთ, რომ „A'STUDIO“ არის ლეგენდარული კოლექტივი, რომელიც უკვე 1982 წლიდან მოღვაწეობს. „A'STUDIO“ გამოირჩევა თავისი სტილით, მუსიკალური გემოვნებით და პროფესიონალიზმის მაღალი ხარისხით.
ჯგუფი „A'STUDIO“-ს წევრები არიან: ჯგუფის დამფუძნებლები ბაიგალი სერკებაევი (პროდიუსერი, კომპოზიტორი, კლავიშიანი ინსტრუმენტები) და ვლადიმერ მიკლოშიჩი (ბას-გიტარა), ქართველი სოლისტი ქეთა თოფურია (ვოკალი), ფიოდორ დოსუმოვი (გიტარა), ევგენი დოლსკი (დასარტყამი ინსტრუმენტები).
„A'STUDIO“-ს გამოშვებული აქვს 10-ზე მეტი სტუდიური ალბომი, მათ ეკუთვნით ისეთი ცნობილი ჰიტები, როგორებიცაა „«Улетаю», «S.O.S.» , «Fashion Girl» «Так же как все», „Джулия», «Ночь подруга», "Папа, мама».
„A'STUDIO“ არაერთი მუსიკალური ჯილდოს და პრემიის მფლობელია: 2005 წ. მუსიკალური პრემიების «ოვაციისა» და «ოქროს გრამაფონის» გამარჯვებული ნომინაციაში «წლის სიმღერა», 2007 წ. რუსული MTV-ს დაჯილდოება ნომინაციაში «საუკეთესო ჟგუფი», 2010 და 2011 წწ. მუზ-ტვ-ს პრემიის დაჯილდოება «საუკეთესო ჯგუფი».
ღონისძიების პარტნიორები არიან: „ROOMS HOTEL TBILISI” და რადიო ჰოლდინგი „საქართველო“, ოფიციალური მხარდამჭერი კი „ფორტუნა + „ ; „ავტო რადიო“.
PR მხარდამჭერია „100 ფრანკი“.