ევროპის ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, კოსოვო უეფას 55-ე წევრად მიიღო. გადაწყვეტილება ამის შესახებ ,,რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ბუდაპეშტში უეფას კონგრესზე გამართული კენჭისყრაზე, სერბიის წინააღმდეგობის მიუხედავად მიიღეს. სერბია არ ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას. უეფას კონგრესზე 28 ქვეყანამ მხარი დაუჭირა უეფაში კოსოვოს მიღებას, 24 კი წინააღმდეგი იყო. ორმა თავი შეიკავა. კოსოვოს იმედი აქვს, რომ უეფაში გაწევრიანების შემდეგ, მის საფეხბურთო ნაკრებს მისცემენ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის საკვალიფიკაციო ეტაპის დაჩქარებული წესით გავლის საშუალებას.