რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შვედური გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ,,NATO-ს ინფრასტრუქტურის განთავსებას რუსეთის საზღვრებთან მოსკოვი სამხედრო-ტექნიკური ზომების მიღებით უპასუხებს"
სერგეი ლავროვის თქმით, ,,ნებისმერ ქვეყანას აქვს უფლება თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების დაცვის ფორმა, მაგრამ ალიანსისთვის გასაგები უნდა იყოს ისიც, რომ მის გაფართოებაზე რუსეთს ადეკვატური რეაქცია ექნება“.
სერგეი ლავროვმა ინტერვიუში ბალტიის პირეთის ქვეყნებზეც ილაპარაკა და ისინი აგრესიულ რუსო-ფობიურ სახელმწიფოებად მოიხსენია. ,,ბალტიის ქვეყნები NATO-საც კი აიძულებენ ანტირუსულ კურსს მიყვეს“, - დასძენს ლავროვი.