ორგანიზაცია ექიმები საზღვრებს გარეშე-ს(Medecins sans Frontieres) ცნობით, სირიის ქალაქ ალეპოში ალ-ქუდსის საავადმყოფოზე მომხდარი ავიათავდასხმის შედეგად მინიმუმ 17 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის, 14 პაციენტი და 3 ექიმი. ვრცელდება ინფორმაცია 27 დაღუპულის შესახებაც. გარდაცვლილ ექიმთა შორის არის პედიატრიც, რომელიც ალეპოში დღეს მყოფ ბავშვთა ექიმთა შორის ერთ-ერთი უკანასკნელი იყო.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ავიათავდასხმების უკან სირიის მთავრობა ან რუსული ავიაცია უნდა იდგეს, თუმცა, ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.
გასული კვირის განმავლობაში ალეპოში სამთავრობო და ამბოხებულთა თავდასხმები შედეგად 100-ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა.